ეკლესია-მონასტრები, როგორც ღვინის ტურიზმის ცენტრები

09 აგვისტო, 2018წ

გაზიარება

ეკლესია-მონასტრები, როგორც ღვინის ტურიზმის ცენტრები

ეკლესია-მონასტრები, როგორც ღვინის ტურიზმის ცენტრები

საქართველოში ღვინის ტურიზმი თანდათან ვითარდება. წლიდან წლამდე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც ღვინის ტურებს გეგმავენ. ამ მხრივ ფართოდ წარმოდგენილი რეგიონი კახეთია. გარდა ღვინის დამზადების ტექნოლოგიების გაცნობისა და ღვინის დაგემოვნებისა, საქართველოში ბევრი ადგილია, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია.    მრავლად გვაქვს  ადგილები, რომლებსაც არამარტო უცხოელები, არამედ საზოგადო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები სტუმრობენ. 

ამ კუთხით შესაძლებელია ძველი ეკლესია-მონასტრებიც კი საინტერესო იყოს, რადგან ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.

ყვარლის მუნიციპალიტეტშიში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს. როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემოსვანეთი, ასევე აფხაზეთი. საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით სადაც ერთ მთლიანობაშია გაერთიანებული „ღვინო - კულტურა - არქიტექტურა - დასვენება“

მაგალითად, ერების ღვინო ” ალავერდის მონასტრის მარნის ათასწლოვანი ბრენდია, რომელსაც მონასტრის ძმობა XI საუკუნის მარანში, კახური ენდემური ვაზის ჯიშებისაგან თიხის უნიკალურ ჭურჭელში- ქვევრში აყენებს. ალავერდის სამეფო მონასტერი ქვევრ-მარნით ოდითგან ცნობილია. ალავერდის მონასტრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. მონასტერი კახეთში, კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის დასავლეთით, ნაყოფიერ ველზე მდებარეობს, რომელიც კახეთ-ჰერეთის მეფეთა სალოცავი, წმინდანთა და მონაზონთა სამოღვაწეო და საცხოვრებელი ადგილია.

შენიშვნა:  ეკლესია-მონასტრები, როგორც ღვინის ტურიზმის ცენტრები - მასალა დაუსრულებელ და გაურკვეველ შთაბეჭდილებას ტოვებს.