ღვინო და ვაზი ქართულ ჰაგიოგრაფიაში

20 ივლისი, 2018წ

გაზიარება

ღვინო და ვაზი ქართულ ჰაგიოგრაფიაში

ღვინო და ვაზი ქართულ ჰაგიოგრაფიაში

ქართულ ჰაგიოგრაფიაში მრავალმხრივ ჩანს ვაზი (ვენახი) და ღვინო. "წმინდა ნინოს ცხოვრებაში" (IV ს.) ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოებია ჯვარი ვაზისა და სამოთხე. ამასთანავე, ფრიად საყურადღებოა, რომ სამოთხეც ვაზითაა წარმოსახული. წმინდა ნინო ყვება: "იმ დღეებში ორ გზის და სამ გზის ვიხილე ჩვენებაში ფეხზედგომისას მცირე მირულების დროს, რომ მოდიოდნენ ცის ფრინველები, მდინარეში ჩადიოდნენ, განიბანებოდნენ და ბაღში შემოდიოდნენ, ბაბილოს მოჰკორტნიდნენ, ყვავილს მოძოვდნენ და ჩემს მიმართ გულიანად ღაღადებდნენ, თითქოსდა, ჩემი ყოფილიყოს ეს ბაღი. ჟღივილით ირგვლივ მეხვეოდნენ და ჩემს მიმართ ხმიანობდნენ. მშვენიერი იყო მათი ხილვა და ეს მეორდებდა მრავალგზის".

აკადემიკოს რევაზ სირაძის აზრით, წმინდა ნინოს მიერ ჩვენებაში ხილული ბაღი სამოთხეა. მისმი ხედვითაა წარმოდგენილი სამოთხე ქართულ ფრესკებზეც, მათ შორის, ახტალის ქართულ ტაძარში (რომელიც ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს). სამოთხის ამ სურათებზე ჩვენ ვხედავთ "ბაბილოს" ანუ მაღლარ ვენახს. მტევნებიანი ვაზი სამოთხის ცენტრში დგას, მას სამოთხის ჩიტები ეხვევიან. როგორც ვხედავთ, ქართულ ქრისტიანობაში ვაზი სამოთხის ცენტრში მოექცა.

ზემოთქმული ერთ რამესაც გვავარაუდებინებს - მცხეთაში, სვეტიცხოვლის სიახლოვეს არსებული მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი შესაძლოა შემორჩენილი ნაწილი იყოს ძველი სამეფო ბაღის (ძველქართულად სამოთხის), რომლის გვერდით  გეთსიმანიის ბაღი უნდა ყოფილიყო. გეთსიმანია, როგორც ბიბლიიდან მომდინარე სიმბოლო, აქაურობის სახელდებად დღემდეა შემორჩენილი.

პურისა და ღვინის სიწმინდეს გამოხატავს "შუშა ნიკის წამების" (V ს.) ცნობილი ეპიზოდიც – პურობა. სამშობლოს, სარწმუნოებისა და ოჯახის მოღალატე ვარსქენი შუშანიკის შემორიგებას შეეცდება. ამ მიზნით ოჯახურ პურობას გამართავს, რომელზედაც თავის ძმას, ჯოჯიკს, მის მეუღლესა და შუშანიკს მიიწვევს. ჯოჯიკის ცოლი შუშანიკს ღვინით სავსე ჭიქას მიაწოდებს, რაზედაც დედოფალი განრისხდება და ჭიქას ხელს კრავს, იგი ძირს დაეცემა, გატყდება და ღვინო დაიქცევა. რევაზ სირაძის აზრით, ეს არ იყო შუშანიკის წუთიერი აფეთქების შედეგი. მან რძალი ვარსქენის თანამოაზრედ ჩათვალა. ოჯახის წევრები მხარდაჭერის ნაცვლად შუშანიკის გადაბირებას ცდილობდნენ. დედოფალს კი არ სურდა ვარსქენთან და მის თანამეინახეებთან პურისა და ღვინის გაზიარება, რადგან ქრისტიანისთვის ეს მაცხოვრის ხორცსა და სისხლთან ზიარების სიმბოლოდ აღიქმებოდა. მაშინაც კი, თუ ასეთი სიმბოლური გააზრება გამოირიცხებოდა, შუშანიკი ამ პურობას მაინც უკეთურობად ჩათვლიდა, რადგან უკეთურ პირებთან პურობა როგორც ამჟამად, ძველადაც უკეთურობად ითვლებოდა.

"სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" (X ს.) ერთი მეტად საყურადღებო ფრაზა გვხვდება: “დასხდეს სერობად, იწვდიეს ღვინო და სულიერი და ხორციელი სიხარული განაზავეს“. აქ მნიშვნელოვანი სასულიერი ტრაპეზი ანუ სასულიერო პურობაა, რომელსაც სასულიერო პირები ესწრებიან. ღვინოც საღვთისმსახურო აქვთ და, რაც მეტად საყურადღებოა, “ხორციელი სიხარულის“ სურვილიც გააჩნიათ. იგულისხმება, რომ “ხორციელი სიხარული“ სულიერებამდე უნდა ამაღლდეს, ერთმანეთს შეუზავდეს სულიერი და ხორციელი და ეს ყოველივე სერობაზე ღვინის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან" (X ს.) საყურადღებოა შემდეგი ეპიზოდი: გრიგოლმა სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, ჯერ შატბერდს ეწვია, მერე ხანძთას დაბრუნდა, შემდეგ კი ოპიზის გზაზე მდებარე ვენახის მონახულება ინება. ტაო-კლარჯეთის მონასტრებთან დღემდე გვხვდება ვაზი, რომელიც უპატრონობით გაველურებულია. არადა ქართველთა შრომის კულტურა სწორედ ვენახთან დაკავშირებით წარმოჩნდება. ვენახი ხომ ისეთივე დიდ შრომას მოითხოვს, როგორც ქართული ჩუქურთმის ჭრა.

იხილეთ ასევე: ვაზისა და ღვინის ქრისტიანული სიმბოლიკა - როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ღვინოსთან ქართველ მორწმუნეებს

პოპულარული ღვინოები

69.95
საფერავი (ხაშმი)

საფერავი (ხაშმი)

წითელი მშრალი

4
თელური ევროპული

თელური ევროპული

თეთრი მშრალი