რატომ არ არის ქართული ჯიშებიდან დამზადებული ცქრიალა ღვინო შამპანური და რა განსაზღვრავს მის განუმეორებლობას

18 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

რატომ არ არის ქართული ჯიშებიდან დამზადებული ცქრიალა ღვინო შამპანური და რა განსაზღვრავს მის განუმეორებლობას

რატომ არ არის ქართული ჯიშებიდან დამზადებული ცქრიალა ღვინო შამპანური და რა განსაზღვრავს მის განუმეორებლობას

შამპანური, მხოლოდ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში მოყვანილი ყურძნიდან დაყენებულ ცქრიალა ღვინოს ჰქვია, სწორედ ამიტომ, საქართველოში, ქართული ჯიშებიდან დამზადებულ ცქრიალა ღვინოს შამპანურს ვერ ვუწოდებთ, ამის საშუალებას არც კანონმდებლობა იძლევა და, მითუმეტეს, არც რეალობა.

შამპანში ჯიშების ასორტიმენტიც ზუსტადაა განსაზღვრული და იგი სამ ძირითად ჯიშამდეა დაყვანილი: პინო ნუარი, პინო მენიე და შარდონე. პირველი ორი წითელი ჯიშებია, შესაბამისად, მისგან ისე იღებენ წვენს, რომ იგი წითლად არ შეიფეროს, შედეგად კი კამკამა ოქროსფერ სასმელს იღებენ. წითელი ჯიშებიდან დამზადებულ შამპანურს Blanc de Noir-ს უწოდებენ (თეთრი შავიდან), ხოლო თეთრი ჯიშებიდან დაყენებულს, Blanc de Blanc-ს (თეთრი თეთრიდან).

არსებობს ვარდისფერი შამპანურიც, რომელიც ასევე ძალიან ფასობს. ლეგენდარული Dom Perignon Rose-ს ზოგიერთი წლის ვინტაჟი მსოფლიოს უძვირესი შამპანურების რიცხვს მიეკუთვნება.

საერთოდ, დღეისათვის ყველაზე ძვირიანი შამპანურების სია ასე გამოიყურება: Shipwrecked 1907 Heidsieck, $275,000 Pernod-Ricard Perrier-Jouet, $50,000 Dom Perignon White Gold Jeroboam, $40,000 Cristal Brut 1990 Methuselahს, $17,625.

არსებობს ცქრიალა ღვინის რამდენიმე ტექნოლოგია და ფასებიც სწორედ მის მიხედვით გაირჩევა. ყველაზე ძვირფასი ცხადია ტრადიციული ბოთლური მეთოდია და შამპანურების უდიდეს ნაწილს სწორედ ამ მეთოდით ამზადებენ. რა განსაზღვრავს შამპანურის განუმეორებლობას? პირველ რიგში ნიადაგი, შემდეგ ჯიშები, დროული რთველი (ყურძენი მწიფობამდე უნდა მოიკრიფოს), ყურძნის სწორად დაწურვა, კუპაჟირება და უკვე ბოთლთან დაკავშირებული მრავალი რთული ოპერაცია, რომელიც ცხადია აძვირებს პროდუქტს.

პოპულარული ღვინოები

16.5
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

16.83
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

15.56
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

14.2
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

25.6
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი