ალკოჰოლი საფეხბურთო თამაშებში და მისი მოყვარული ინგლისელი ფეხბურთელები

15 მარტი, 2018წ

გაზიარება

ალკოჰოლი საფეხბურთო თამაშებში და მისი მოყვარული ინგლისელი ფეხბურთელები

ალკოჰოლი საფეხბურთო თამაშებში და მისი მოყვარული ინგლისელი ფეხბურთელები

ალკოჰოლური, განსაკუთრებით კი მაღალალკოჰოლიანი სასმელები: არაყი, ვისკი და სხვა სპორტსმენისთვის სასარგებლო რომ არაა, ეს ყველასთვის ცნობილია. სწორედ ამიტომ, სპორტსმენების უმრავლესობა სხვათა დასანახად მხოლოდ მცირეოდენ წითელ ღვინოს სვამენ, ისიც თუკი სასმელი მაღალხარისხოვანია.

ბრიტანეთი ამ კუთხით მაინც გამორჩეულია. მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, დევიდ სიმენი საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან წლების გასვლის შემდეგ აღიარებს, რომ ქონია შემთხვევები, როდესაც ლუდით და ვისკით გვარიანად შემთვრალი არამხოლოდ ვარჯიშებზე, ოფიციალურ მატჩებზეც კი მდგარა კარში და ამას მისთვის პრობლემები საერთოდ არ შეუქმნია. უფრო მეტი - ბევრჯერ მისი თანაგუნდელებიც კი ვერ მიმხვდარან სიმენი ნასვამი რომ იყო.

დევიდ სიმენზე არანაკლები მსმელი გახლდათ, კიდე ერთი ვეტერანი, ინგლისელი ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ გასკოინი, რომელიც ყველანაირ სასმელს განურჩევლად სვამდა და მისი საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულებაც სწორედ ალკოჰოლთან ზედმეტად “მეგობრობას“ უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, გასკოინი მაინც ხშირად ამბობს, რომ კარგი ხარისხის სასმელზე უარის თქმა ვერ წარმოუდგენია და არ სცემს პატივს იმ ხალხს, ვისაც სმაზე საერთო უარი აქვს გაცხადებული.

როგორც ბრიტანული მედია წერს, “ნისლიან ალბიონზე“ დღესაც ბევრი მოქმედი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი სვამს, თუმცა ეს ადამიანები რაღაც ძალებით ახერხებენ სმისმოყვარეობა ყველას დაუმალონ და ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საუბრობენ ხოლმე.

როგორც ერთხელ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: “ღვინო ყოველთვის დიდი სიამოვნების წყაროა და გამონაკლისები მხოლოდ თამაშის დღეები შეიძლება იყოს“.

ლევან სეფისკვერაძე

იხილეთ ასევე: იტალიელი ფეხბურთელის ღვინით გატაცება ახალ მასშტაბს იძენს - ანდრეა პირლო ამერიკაში ვენახებს ყიდულობს

პოპულარული ღვინოები

12
დუგლაძე ნახევრად ტკბილი წითელი

დუგლაძე ნახევრად ტკბილი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი

23.95
ქვევრის რქაწითელი

ქვევრის რქაწითელი

თეთრი მშრალი

30.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

17.95
რქაწითელი ქვევრი

რქაწითელი ქვევრი