ვის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ღვინის ბრენდის შექმნა საქართველოში

07 მარტი, 2018წ

გაზიარება

ვის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ღვინის ბრენდის შექმნა საქართველოში

ვის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ღვინის ბრენდის შექმნა საქართველოში

XIX საუკუნის ბოლო, ერთ-ერთი, ყველაზე ნაყოფიერი ეპოქაა საქართველოს ისტორიაში. ჟურნალ-გაზეთების, სტამბების, ქართული თეატრისა და ეროვნული ბანკის პარალელურად პირველი ქართული ღვინის ბრენდის ქარხანაც ჩნდება, რომელიც დიდი მეწარმის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება.

პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არამხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები.

კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს პირველი პროდუქტიც გამოუშვა. 1889-1912 წლებში ქართული ბრენდი - პარიზის, ბრიუსელისა და ჩიკაგოს გამოფენებზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა. 1913 წელს კი კომპანიამ განსაკუთრებული წოდება „რუსეთის იმპერატორის კარის მომწოდებელი“დაიმსახურა.

1911 წელს დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა. მას შემდეგ ქარხანას მისი მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან შესანიშნავად გააგრძელა მეუღლის საქმიანობა და ხელი შეუწყო კონიაკის წარმოების განვითარებას საქართველოში.

 

კომუნისტურ პერიოდში დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და „თბილისის კონიაკის ქარხნის“ სახელს ატარებდა. 1994 წელს კომპანია კერძო მფლობელს გადაეცა და  „სარაჯიშვილის“ სახელი დაიბრუნა.

„სარაჯიშვილის სახლი“ ღირსეულად აგრძელებს დავით სარაჯიშვილის საქმიანობას და მუდმივი შემოქმედებითი ძიების შედეგად, ახალ და საინტერესო ღვინის ბრენდის ნიმუშებს ქმნის. ამჟამად „სარაჯიშვილის სახლი“ ბრენდის სამ-კლასიკურ, უნიკალურ და ვინტაჟურ ხაზს აერთიანებს. "სარაჯიშვილის სახლის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. დღესდღეობით, „სარაჯიშვილის სახლი“ მსოფლიოს 4 კონტინენტის 20-მდე ქვეყანაში ახდენს პროდუქციის ექსპორტს.

 

პოპულარული ღვინოები

30
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

8.5
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

10.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

20.1
ღვინის აერატორი

ღვინის აერატორი