როგორ ჩაიარა წელს რთველმა რაჭა-ლეჩხუმში

17 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

როგორ ჩაიარა წელს რთველმა რაჭა-ლეჩხუმში

როგორ ჩაიარა წელს რთველმა რაჭა-ლეჩხუმში

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 13 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 257 075 კგ ყურძენი, მათ შორის, „სახვანჭკარე“ ჯიშები ალექსანდროული და მუჯურეთული - 255 323 კგ. გადამუშავებულია ასევე ძელშავის ჯიშის ყურძენი - 1752 კგ.

ამ ეტაპისთვის ამბროლაურის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 20 ღვინის კომპანია, მათ შორის, 1 სახელმწიფო კომპანია, დანარჩენი კერძო კომპანიები.

საწყის ეტაპზე გახსნილია 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. რთველის პროცესში განსაზღვრულია ჩაბარების  საათები - 10:00 საათიდან 18:00 სათამდე. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი 12 ოქტომბერს გახსნა. რთველის საკოორდინაციო შტაბს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, კახეთის ანალოგიურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:  

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი; 

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

პოპულარული ღვინოები

20.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

12
წითელი ნახევრადტკბილი

წითელი ნახევრადტკბილი

ნახევრად ტკბილი