16 ოქტომბერი, 2016წ
გაზიარებათანდართულ ვიდეოში ღვინის ექსპერტი გვასწავლის თუ როგორ დავაგემოვნუოთ სხვადასხვა ტიპის ღვინოები და როგორ ღვინოში რისი სურნელება უნდა ვეძიოთ.
ღვინოების დეგუსტაციისას გთხოვთ გაითვალისწინეთ ღვინოების სმის თანამიმდევრობა. ღვინოები ისმება მსუბუქიდან-წითელ ტკბილამდე. დაახლოებით ასეთი თანამიმდევრობით:
1. მსუბუქი თეთრი მშრალი (მაგ: წინანდალი)
2. არომატული თეთრი მშრალი (ცოლიკოური, ციცქა, ჩინური და სხვა...)
3. ინტენსიური თეთრი მშრალი (კახური ქვევრის ღვინო)
4. წითელი მსუბუქი (ბუდეშისებრი საფერავი)
5. წითელი ინტენსიური მშრალი (მუკუზანი)
6. თეთრი ტკბილი (ტვიში)
7. წითელი ტკბილი (ხვანჭკარა)