რჩევები გურმანებს - რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ჟულიენთან

01 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

რჩევები გურმანებს - რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ჟულიენთან

რჩევები გურმანებს - რომელი ღვინო უნდა მიირთვათ ჟულიენთან

კერძს, რომელსაც ახლა ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრ თქვენგანს გასინჯული არ ექნება. ვფიქრობთ, ჟულიენი, ქათმითა და სოკოთი, ფრინველის ხორცის მოყვარულ ადამიანებს განსაკუთრებულად მოეწონებათ. ტრადიციულად, ზემოთ დასახელებულ კერძთან ღვინოს ჩვენ შეგირჩევთ.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300 გ;
  • ქამა სოკო - 500-600 გ;
  • ხახვი - 2 თავი;
  • ჰოლანდიური ყველი - 100 გ;
  • არაჟანი ან ნაღები - 150 მლ;
  • კარაქი - მოსაშუშად;
  • მარილი;
  • პილპილი.

მომზადების წესები

ქათმის ფილე და სოკო თხლად დავჭრათ, ხახვი - წვრილად. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და შევბრაწოთ ქათმის ფილე, დავუმატოთ ხახვი. 1-2 წუთში დავაყაროთ დაჭრილი სოკო და ერთად მოვშუშოთ.

მოშუშულ ინგრედიენტებს დავასხათ ნაღები და 1-2 წუთი ვადუღოთ, სანამ შესქელდება, შემდეგ გავუწყოთ სანელებლები, გადავიტანოთ სასურველ საცხობ ფორმებში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 10-12 წუთით შევდგათ ღუმელში, სანამ მოიბრაწება.

ჟულიენი იმერულ ცოლიკოურთან ერთად...

ღვინის შეხამება: ვფიქრობთ, ჟულიენს ქათმითა და სოკოთი უჭაჭოდ, ანდა ჭაჭის მცირეოდენი მონაწილეობით დაყენებული იმერული ცოლიკოური კარგად შეეხამება, რადგან მაღალმჟავიანი, მაგრამ არომატული და ექსტრაქტული იმერული ღვინო ამ კერძის გემურ სტრუქტურას არ დაარღვევს.

ჩვენი ღვინის ინტერნეტ მაღაზიიდან ჟულიენთან "ბაიას ღვინის" 2015 წლის მოსავლის ციცქა - ცოლიკოურს, ღვინის კომპანია "ხარებას" 2015 წლის მოსავლის ცოლიკოურს და "ზანგაურას" 2016 წლის მოსავლის ციცქა - ცოლიკოურს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

 

პოპულარული ღვინოები

32.05
ქისი ქვევრის

ქისი ქვევრის

4
თელური კახური #8

თელური კახური #8

თეთრი მშრალი

74.52
აის ვაინი საფერავი

აის ვაინი საფერავი

წითელი ტკბილი

13.95
ქისი-მწვანე

ქისი-მწვანე

თეთრი მშრალი