წითელი ღვინის უნიკალური სამკურნალო თვისებები - ეს ყველამ უნდა იცოდეს

16 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

წითელი ღვინის უნიკალური სამკურნალო თვისებები - ეს ყველამ უნდა იცოდეს

წითელი ღვინის უნიკალური სამკურნალო თვისებები - ეს ყველამ უნდა იცოდეს

ღვინის სპეციალისტებისა და მედიკოსების აზრით, წითელი ღვინო კარგია წყლულის დროს. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. წითელი მშრალი ღვინის მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება. წითელი ღვინო იცავს კბილების ემალს, მასში შემავალი პროანტოციანიდების შემცვლელობის გამო, ბაქტერიები (მათ შორის, სტრეპტოკოკები) კბილებზე ვერ ჩერდებიან. ამიტომ წითელი ღვინის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი. წითელი ღვინის მცირე რაოდენობა ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკს და გააჩნია ტკბილი დაგაზული სასმელების საწინააღმდეგო ეფექტი, რომლებიც იწვევს თირკმელებში ქვების დაგროვებას.

რომელი დაავადებების დროს იყენებენ წითელ ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით

წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს, გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში. წითელი ღვინით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის, ასევე ძალების აღდგენა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. წითელი ღვინის სამკურნალო დოზა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 50 გრამს (3 სუფრის კოვზი). შეიძლება ერთად დალევა ან 3-ჯერ დღეში სუფრის კოვზით ჭამის დროს. დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად სასარგებლოა გლინტვეინის მიღება, რომლის დამზადება შესაძლებელია შემდეგი რეცეპტურით: ქვაბში ათავსებენ ათ მიხაკს, დაფქვილ მუსკატის კაკალს და დარიჩინს (შეიძლება ხილის ნაჭრების დამატებაც) ასხამენ მინიმალური რაოდენობის წყალს და ხარშავენ ნელ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში. ნახარშს აყოვნებენ გაცივებამდე.

ერთ ბოთლ წითელ ტკბილ ღვინოს ათბობენ ქვაბში (არ ადუღებენ) და უმატებენ საკაზმს და ოთხ კოვზ თაფლს. სვამენ ბოკალებით ან ფაიფურის ფიალებით. უხდება ფხვიერი ნამცხვრები.

პოპულარული ღვინოები

91
მწვანე ქვევრის

მწვანე ქვევრის

10.1
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

69.95
შატო ალექსანდროული

შატო ალექსანდროული

წითელი ნახევრად ტკბილი